15 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
შავაძის დაღუპვის ამბავზე, ერთი ვერსიაა, რომ იგი მოკლეს, მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა - დავით დარჩიაშვილი

როინ შავაძის საქმეს, ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი, დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, შავაძის საქმესთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს - ან მოკლეს, ან აგვისტოს ომის დროს ქართველთა პოზიციები გასცა.

მისი შეფასებით, ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის.

"შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა? "- წერს დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები