15 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
მანჯგალაძე აღიქვამს, რომ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, ეს არის მხოლოდ ბატონის არჩევის პროცესი, ძალიან ცუდი განცხადებაა -სარჯველაძე

"სტრატეგია აღაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას, "ქართულ ოცნებაში" აფასებენ.  

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა ეს ფაქტი ოპოზიციისთვის გამაღიზიანებელი. 

"ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან ან არა ერთ სხვა აზიურ სახელმწიფოსთან. არ ვიცი, რატომ გახდა ეს ვინმესთვის გამაღიზიანებელი ოპოზიციაში. მგონი, ამას ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოსთვის შესაძლებლობების გაფართოებას. რაც შეეხება, ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენებას პაატა მანჯგალაძის მხრიდან, ის აღიქვამს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობა და სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბატონის არჩევის პროცესი, რასაკვირველია, ეს არის ძალიან ცუდი განცხადება. ოპოზიციაში მყოფი ადამიანები, დღეს, საქართველოს შესაძლებლობებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, სამწუხარო და სავალალოა ეს მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს არასრულფასოვან სახელმწიფოდ აღიქვამენ და ეს არის მათი პრობლემა. ამიტომაც ეწოდათ სამართლიანად ამ ხალხს უსამშობლო ხალხი. იმიტომ რომ მათ არ აქვთ რწმენა საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს შემდგარობასთან დაკავშირებით," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.  

ცნობისთვის, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ: "შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, გაუგებარია." 

დღის ამბები