15 ნოემბერი 2024,   14:19
ვრცლად
ვატო შაქარიშვილი დავით დარჩიაშვილს - ხალხს აწამებდით, ხოცავდით და მერე იგონებდით ვერსიებს, ზოგს ყაჩაღობას აბრალებდით და ზოგსაც სამშობლოს ღალატს

ვერსიის გამო კი არა დარჩიაშვილო დავით, არ არსებობს თუნდაც უტყუარად დამტკიცებული დანაშაულის კატეგორია, რის საფუძველზეც ადამიანის მოკვლა შეიძლება! მაგრამ რაზე გელაპარაკებით, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდით ქუჩებში, დღისით-მზისით!!! ვინმე თქვენი ბანდის წევრის ცოლს ან "საყვარელს თვალში რომ არ მოუვიდოდა, ამის გამო ოჯახებს ანადგურებდით! ხალხს აწამებდით, ხოცავდით და მერე იგონებდით ვერსიებს, ზოგს ყაჩაღობას აბრალებდით და ზოგსაც სამშობლოს ღალატს" - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, წესით პროკურატურამ დარჩიაშვილის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

"ამ უსულო, უსისხლო, უჯიშო, უსამშობლო დავით დარჩიაშვილმა ერთ სტატუსში აღწერა ნაც-მოძრაობის მმართველობის სტილი - ვერსია არსებობდა, რომ რაღაც გამოგონილ ქმედებაში, სასტიკად მოკლული როინ შავაძე შესაძლოა დამნაშავე ყოფილიყოო…

ვერსიაო, დიახ, ვერსიაო… იმაზე მოგვიანებით თუ სინამდვილეში რატომ მოექცნენ ასეთი არნახული სისასტიკით როინ შავაძეს, იქამდე, ამ აღიარებაზე გავამახვილოთ ყურადღება - რეჟიმის პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც დარჩიაშვილი წარმოადგენდა, დასაშვებად და კანონიერად მიიჩნევდა (დღესაც ასე მიიჩნევს) ადამიანის წამებით მოკვლას, მხოლოდ და მხოლოდ ვერსიის საფუძველზე! მართლა სიტყვები არ მყოფნის კოლექტიური დარჩიაშვილების ბუნების აღწერისათვის… ვერსიის გამო კი არა დარჩიაშვილო დავით, არ არსებობს თუნდაც უტყუარად დამტკიცებული დანაშაულის კატეგორია, რის საფუძველზეც ადამიანის მოკვლა შეიძლება! მაგრამ რაზე გელაპარაკებით, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდით ქუჩებში, დღისით-მზისით!!! ვინმე თქვენი ბანდის წევრის ცოლს ან საყვარელს თვალში რომ არ მოუვიდოდა, ამის გამო ოჯახებს ანადგურებდით! რაში გჭირდებოდათ, თუნდაც თქვენი ჯიბის სასამართლოს განაჩენი ან რამე საერთოდ?! ხალხს აწამებდით, ხოცავდით და მერე იგონებდით ვერსიებს, ზოგს ყაჩაღობას აბრალებდით და ზოგსაც სამშობლოს ღალატს! გენატრებათ არა ის დრო და შეუზღუდავი ძალაუფლება?! არ მოგეწონათ, გვიან, მაგრამ მაინც აღსრულებული სამართალი?! არ გინდათ ხომ სიმართლე იცოდეს საზოგადოებამ?! განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ვინც იმ დროს საბავშვო ბაღში იყო და არ ახსოვს რეჟიმის სისასტიკე…?! სიმართლე კი ერთია - გამყიდველმა და მოღალატე პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გმირ სამხედროზე შური იძია, რომელიც აგვისტოს ომში მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ღიად ლაპარაკობდა! ჯერ ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გამოსვენებული და ხალხი შოკიდან გამოსული, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა გმირი სამხედროების წინააღმდეგ! როინ შავაძეს, სერგო თეთრაძეს და სხვებს ჯაშუშობა იმიტომ დააბრალეთ, რომ გეშინოდათ, თქვენზე ბევრი რამ იცოდნენ! თქვენი “საქმენი საგმირონი” საკუთარი თვალით ნახეს! თქვენივე წამოწყებული ავანტიურის მერე როგორ გაიქეცით და როგორ მიატოვეთ ჩვენი სამხედროები, მათ ნახეს როგორი უპასუხისმგებლო, უცოდინარი და მოღალატეობრივი იყო თქვენი ქმედებები ამ სამ დღიან ომში!!!

მათი მოკვლით სიმართლე მაინც ვერ მოკალით! დრო კიდევ ბევრ მოვლენას ახდის ფარდას და შესაძლოა გვიან, მაგრამ აუცილებლად დაისჯებით! აუცილებლად!!!

წესით პროკურატურამ, დარჩიაშვილის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან რეალურად ამ უსასტიკეს მკვლელობაში საკუთარი და მთლიანად რეჟიმის პოლიტიკური გუნდის თანამონაწილეობა აღიარა!“, - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები