15 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
მათი "მორალი" სრულიად განსხვავებულია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მორალისგან, რაღაც უცხო სხეულები არიან ჩვენს გარემოში - ზაალ ანჯაფარიძე დავით დარჩიაშვილზე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

ანჯაფარიძის თქმით, დარჩიაშვილის მოსაზრება, რომ “სტრასბურგის სასამართლოს ვერ აუხსნი მიზეზებს თუ რატომ მოკლეს შავაძე, მისი გადმოსახედიდან მკვლელობაა მთავარი და სასამართლო ყორღანაშვილსაც დაიცავდა”, სწრაფ დეგრადაციაზე მეტყველებს.

“ფეისბუქში ბევრი ატრიალებს ნაცების ექსდეპუტატის, ახლა კი ილიაუნის პროფესორის დავით დარჩიაშვილის ამაზრზენ სტატუსს როინ შავაძეზე. მე განზრახ არ გავაზიარებ. დედაარსი ასეთია: იმსახურებდა მოკვლასო.

მოკლედ, მთელი ამ შემადგენლობის სწრაფი დეგრადაცია მიდის. მათი "მორალი" სრულიად განსხვავებულია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მორალისგან და ასე მგონია მართლა რაღაც უცხო სხეულები არიან ჩვენს გარემოში”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

დღის ამბები