"ხომ ამბობდნენ ზოგიერთები, ჯერ ტექსტი ვნახოთ და მერე ვიმსჯელებთო. აჰა, მოგვეცა ყველას სამსჯელო, ყინული დაიძრა, გაკეთდა ერთობლივი განცხადება საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ," - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ახლა მთავარია ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა და ამ მშვიდობისა და სტაბილურობის შიდა თუ გარე მტრების განეიტრალება.
"ხომ ამბობდა ზოგი, ჯერ ტექსტი ვნახოთ და მერე ვიმსჯელებთო. აჰა, მოგვეცა ყველას სამსჯელო, ყინული დაიძრა, გაკეთდა ერთობლივი განცხადება საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. ამ განცხადების ხორცშესხმა, საქართველოს აძლევს უნიკალურ საშუალებას, როგორც გუშინ აღვნიშნე, დაიბრუნოს და გააფართოოს მისი გეოპოლიტიკური კოდით განპირობებული მრავალვექტორულობა.
ახლა მთავარია ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა და ამ მშვიდობისა და სტაბილურობის შიდა თუ გარე მტრების განეიტრალება," - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.