15 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
მნიშვნელობა არ აქვს, ხმელეთით შემოვა თუ ზღვით, საქართველოს მოსახლეობა რუსებს არ მიესალმება - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები რუსების საქართველოში შემოსვლას მიესალმებიან.

"არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენეს. არავინ უნდა ელოდოს, რომ მიესალმებიან რუსების შემოსვლას, მაშინ როდესაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, მაშინ როდესაც ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლით ის ოჯახებს ყოფს, მაშინ როდესაც აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან თვეობით ჰყავთ ტყვეობაში და არ უშვებენ. ასევე, მნიშვნელობა არ აქვს ხმელეთით შემოვა თუ ზღვით, რა თქმა უნდა, ქართველი მოსახლეობა მათ არ მიესალმება და ისინი გამოთქვამენ პროტესტს, რაც გახლავთ კონსტიტუციით დაცული უფლება და ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან და გამოხატავენ პროტესტს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

დღის ამბები