ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება პირველი აგვისტოდან დაიწყება.
ხვალ 10 საათიდან, აბიტურიენტების ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები გამოცხადდება. საკუთარი შედეგის გასაგებად, აბიტურიენტებს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი დასჭირდებათ.