ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ყველა პოტენციურ ასპექტს ფარავს.
დავითაშვილის თქმით, საქართველოს განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მდებარეობა გააჩნია და ეკონომიკური განვითარების კუთხით ეს არის საფუძველი, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც:
"რაც შეეხება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობას, ესეც ყოვლისმომცველია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა პოტენციურ ასპექტს ფარავს. აქ საუბარია თანამშრომლობაზე, როგორც ინვესტიციების მიმართულებით და ჩვენ მოვიაზრებთ, რომ საქართველოში შეიძლება, განხორციელდეს ჩინეთიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, ასევე საუბარია თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და კავშირგაბმულობის სფეროებში და აქაც საუბარია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ განავითაროს სამი მიმართულებით თავისი პრიორიტეტები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის გადაქცევას სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად. იცით, ერთ-ერთი პრიორიტეტი ეს არის. მეორე - შეიძლება იყოს საქართველო ციფრული ჰაბი და აქაც ციფრული ეკონომიკის განვითარების კუთხით თანამშრომლობას აქვს განსაკუთრებული პერსპექტივები, ასევე თანამშრომლობა ენერგეტიკის მიმართულებით აღნიშნულია და საქართველო შეიძლება იყოს მათ შორის ენერგეტიკული ჰაბი. საქართველოს განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მდებარეობა გააჩნია და ეკონომიკური განვითარების კუთხით ეს არის საფუძველი, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც." - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.