15 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
არჩილ კალანდია პრემიერის ჩინეთში ვიზიტზე - ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, 31 წლის განმავლობაში, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ორ ქვეყანას შორის, ასეთი მასშტაბური და მრავალმხრივი ვიზიტი არ განხორციელებულა

საქართველო-ჩინეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული მნიშვნელობის დონემდე ავიდა. უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, რადგან 31 წლის განმავლობაში, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ორ ქვეყანას შორის ასეთი მასშტაბური და მრავალმხრივი ვიზიტი არ განხორციელებულა, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ.

"მოგეხსენებათ, დღეს ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის ციფრული ეკონომიკის, "სარტყლისა და გზის“ გლობალური ინიციატივის, განათლების, ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო აუდიტებს შორის. გარდა ამისა გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. საქართველო კიდევ უფრო აქტიურ როლს შეასრულებს "სარტყლისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაში. გაიხსნა შოთა რუსთაველის ბიუსტი პეკინის კულტურისა და ენის უნივერსიტეტში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კულტურის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებითაც პარტნიორობას. ასევე პრემიერი შეხვდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ფინანსური ინსტიტუტის, აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ასე რომ ძალიან მრავალმხრივი და დახუნძლული ვიზიტი გამოდგა და ამ ვიზიტის შედეგები იქნება გზამკვლევი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებისა არაერთი წლის განმავლობაში,“- განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები