15 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
საქართველო წარმოადგენს გასაოცარ მარგალიტს ისტორიული აბრეშუმის გზის გაყოლებაზე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე რენ ჰონგპინმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ფორუმზე მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო წარმოადგენს გასაოცარ მარგალიტს ისტორიული აბრეშუმის გზის გაყოლებაზე:

"ნება მომეცით, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს სახელით, მადლობა მოვახსენო მის აღმატებულებას, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ამ ფორუმზე დასწრებისთვის და დამსწრე საზოგადოებისა და სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისთვის.

საქართველო წარმოადგენს გასაოცარ მარგალიტს ისტორიული აბრეშუმის გზის გაყოლებაზე, რომელსაც თავისი უძველესი ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს ჩვენს ქვეყანასთან, ხოლო მას შემდეგ, რაც 31 წლის წინ მოხდა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების კონსოლიდაცია, ჩვენს თანამშრომლობაში მიღწეულია შესანიშნავი შედეგები. ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში შეინიშნება მნიშვნელოვანი ზრდაპრეზიდენტი სი ძინპინი ჩენგდუში შეხვდა მის აღმატებულებას, პრემიერ-მინისტრს, რომლის დროსაც დაისახა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები. საქართველოს ცენტრალური დერეფნის გეგმა ძალიან თავსებადია "სარტყელისა და გზის" ინიციატივასთან.

ვუსურვებ პრემიერ-მინისტრს წარმატებულ ვიზიტს,"- აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე რენ ჰონგპინი.

დღის ამბები