19 სექტემბერი 2024,   19:18
ვრცლად
თბილისში, სვანეთისხევის ქუჩაზე ხანძარია - ცეცხლი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა

თბილისში, სვანეთისხევის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ე. წ. ბარაკული ტიპის რამდენიმე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ხანძარი დილის 9 საათზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

"რანაირად გაჩნდა ეს ნაპერწკალი, არ ვიცით. ეზოში იყო ჩემი ქმარი, მე შიგნით ვიყავი და დამიძახა: ლალი, მოდი უცებო, ცეცხლი გაჩნდა, "ბუტკას" წაეკიდა. ქარი იყო, ქარმა გააძლიერა. ელექტროგაყვანილობა გამორთულია, გაზი უცებ გადავკეტე, მანქანა ვერ გამოვიყვანე, გასაღები იქ დამრჩა და, კიდევ კარგი, გადამირჩა. სხვა ყველაფერი, ტელევიზორები და ა.შ. თუკი რამე მქონდა, ყველაფერი გამიუბედურდა,"- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ლალი ზაქარეიშვილი.

დღის ამბები