სტიქია კახეთში, უამინდობამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ვაზისუბანში, სეტყვამ ვენახების ნაწილი და ერთწლიანი კულტურები დააზიანა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სტიქია დაახლოებით 15 წუთს გრძელდებოდა. რა ზარალი მიადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტს ჯერ უცნობია.
სპეციალურმა კომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა.სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვითარებას ეცნობიან.