ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"ღრმად ვარ დამწუხრებული შოვში მომხდარი ტრაგედიით. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს", – წერს იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში.