19 სექტემბერი 2024,   19:24
ვრცლად
გვაქვს ბოლო ინფორმაცია, რომ პროზექტურაში დამატებით 2 ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა - თემურ მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ ბოლო ინფორმაციით, დამატებით ორი ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა.

რაც შეეხება სტიქიის ტრაგიკული შედეგების შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მოხდეს გარკვეული მუხლების გადაკვალიფიცირება.

"გვაქვს ბოლო ინფორმაცია, რომ პროზექტურაში 2 ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა დამატებით, დღეის მდგომარეობით ჯამში - 16 ადამიანის, 16 ცხედრის. ეს არის ის სიახლე, რაც შემიძლია ამჟამად გითხრათ.

გამოძიება მყისიერად არის დაწყებული ორი მუხლით. რა შედეგებზე გავა გამოძიება წინასწარ რა თქმა უნდა ამის შესახებ ძნელია საუბარი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს გადაკვალიფიცირება გარკვეული მუხლების," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მაშველები და სამხედროები სტიქიის ეპიცენტრის 8 ლოკაციაზე მუშაობას და სამძებრო ღონისძიებებს აქტიურად აგრძელებენ.

დღის ამბები