15 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
3 საათში მივიდა ვერტმფრენი, 1 საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება გადამოწმება თუ რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ არის მოსამზადებელი პერიოდი თავად ტექნიკის - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა იფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიზისულ, კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვანია მობილიზება და გადამოწმებული ინფორმაციის გაშვება, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანა საინფორმაცო შეტევის ქვეშ იმყოფებოდა. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღეში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. 

რაც შეეხება ვერტმფრენების სტიქიის ადგილზე მისვლას, პაპუაშვილის თქმით, ვერტმფრენი შოვში 3 საათში ჩავიდა, ვინაიდან 1 საათიანი ფრენის გარდა, შეტყობინების შემდეგ საჭიროა გადამოწმება თუ რა ტექნიკა არის საჭირო, რის შემდეგაც ტექნიკამ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს.

"კრიტიკულ კრიზისულ მომენტში, როდესაც მნიშვნელოვანი არის მობილიზება, თანადგომა და გადამოწმებული ინფორმაციის გაშვება, სამწუხაროდ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ფაქტობრივად საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო საქართველო და დღეს უწევთ ახლა ბოდიშების მოხდა ხან კახა კალაძესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხან დღვიორასთან დაკავშირებულ საკითხზე, თითქოს იყო გარემოს სააგენტოს ანალიზი, რომელიც აჩვენებდა, რომ იმ ხეობაში მოსალოდნელი იყო ღვარცოფი და სინამდვილეში ტყუილი იყო აბსოლუტური.

კიდევ "მთის ამბები" ამბობდა, რომ თითქოს 2 დღე წყალი არ მოდიოდა ბუბის ხეობაში, დაკლებული იყო, რაც ასევე იყო ტყუილი.

სენსორი, რომელმაც იმ დღეებში და თვის მონაცემები მეც ვნახე, არანაირი ცვლილება არ არის დაფიქსირებული წყალთან დაკავშირებული 3 აგვისტომდე.

დაემატა მეორე ტყუილი, რომ იქ ზემოთ თითქოს რაღაცა გუბდებოდა და იყო ღია ტბა. აბსოლუტური ტყუილი, რომელიც ვრცელდებოდა, თან რა დროს, კრიზისის დროს. ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი.

200-მდე სხვადასხვა ასეთი სახის მოწყობილობა იქნა შეძენილი და ის მონტაჟდება. გარდა ამისა იცით, რომ სარადარო სისტემა, რომელიც მთლიანად მოშლილი იყო ესეც აღდგენილი არის. აბსოლუტურად ყველა ამოცანა, რაც დასახული ჰქონდა სამაშველო სამსახურს ყველა ამოცანა შესრულდა.

სულ რაღაც 3 საათში მივიდა ვერტმფრენი. 1 საათი უნდა ფრენას. შეტყობინების შემდეგ სჭირდება რა თქმა უნდა გადამოწმება თუ რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ არის მოსამზადებელი პერიოდი თავად ტექნიკის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მაშველების მიერ ამ დროისთვის 19 ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

დღის ამბები