15 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის, ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 17 შინდისელი გმირი, საქართველოს ისტორიის სახე და მაგალითია.

ბურჭულაძის თქმით, "ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს – უსამართლობა".

"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი შინდისის გმირები, 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის, ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს – უსამართლობა. ხუთი ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი, აი, ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასე არის ისტორიის მანძილზეც, ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ, ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის თქმით, დღეს შინდისელ გმირთა მონუმენტიც გაიხსნა.

"მონუმენტი, იცით, დაიწყო ფონდმა, რომელმაც ვერ დაასრულა, ჩვენ, გარდა იმისა, რომ მონუმენტი დავასრულეთ მიმდებარე ტერიტორია კეთილმოვაწყვეთ და ხედავთ, რომ რეკრეაცია, მონუმენტი დასრულებულია და რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

საუბარი იყო მუზეუმის გახსნაზეც, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს გადმოეცათ შენობა და დაიწყო პროექტირება.

"დავიწყეთ პროექტირება, ჯერ ტექნიკური დავალების მომზადება და გადაწყვეტილების შემდეგ, გავაკეთებთ რეაბილიტაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები