28 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი იპოვეს

სტიქიური უბედურების ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს. მისი თქმით, ნაპოვნია, ასევე, სხეულის ფრაგმენტი. 

"ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები,“ - ამბობს თემურ მღებრიშვილი.

ოფიციალური ინფორმაციით, მაშველები და სამხედროები 11 დაკარგულს ეძებენ, ნაპოვნია 22 ცხედარი, მათგან 19 იდენტიფიცირებულია.  

დღის ამბები