19 სექტემბერი 2024,   19:17
ვრცლად
შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი მოქალაქის ვინაობა ცნობილია - ის მარტოხელა დედა სოფო ბაკურაძეა


შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მოქალაქე სოფო ბაკურაძეა. ინფორმაციას ნათესავები ადასტურებენ.

სოფო ბაკურაძე მარტოხელა დედა იყო, რომელიც შოვში, კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავმა თინათინ იჩქიტიძემ განაცხადა, ისინი დნმ-ის პასუხს ელოდებოდნენ.

"იყო მარტოხელა დედა და ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში და დამლაგებლად მუშაობდა. 3 აგვისტოს რომ წავიდა, იმის მერე არ გვინახავს, ვეძებდით ცხედარს. ეს დღეები ველოდებოდით დნმ-ის პასუხს, გუშინ მოვიყვანეთ სახლში და სამშაბათს არის დაკრძალვა. ბავშვი ისევ ონში იმყოფება ახლობლებთან, რომ სტრესი არ მიიღოს, მას ისევ სჯერა, რომ დედამისი კანფეტებზეა წასული და მალე მოუტანს", - განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა თინათინ იჩქიტიძემ.

დღის ამბები