15 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
თუ შოვის სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ ვყიდულობთ საერთოდ სამაშველო ვერტმფრენებს - სერგო ჩიხლაძე 

ვახტანგ გომელაურის მიერ, ღამის ხედვის მქონე ვერტმფრენებთან და დრონებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ოპოზიციაში შეაფასეს.

"გომელაურმა თქვა სწორი ის, რომ ის ღამის ფრენის საშუალებებით, რომელიც მათ ჰყავთ პილოტების სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ვინაიდან ის ორი ვერტმფრენი არ არის განკუთვნილი მსგავსი ოპერაციების ჩასატარებლად. ამიტომაც არის დღეს დამნაშავე ხელისუფლება,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე რომან გოცირიძე

”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრს სერგო ჩიხლაძეს კი კითხვა აქვს, რომ თუკი შოვის სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ იყიდა ქვეყანამ სამაშველო ვერტმფრენები.

"გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით კი, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ სრულიად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ სამაშველო ოპერაციაში სრული ქაოსი იყო:

"თავდაპირველად, შოვის სტიქიისას ითქვა, რომ ღამით მუშაობა გააჩერეს, რადგან სამაშველო სამუშაოების ღამე ჩატარება არ შეეძლოთ, ამის მერე თქვეს, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ვერტმფრენი 15 წუთში აფრინდებოდა თუ ერთ საათში, გუშინ კი საზოგადოებამ გაიგო, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ამიტომ გაფრენა არ უნდა გაერისკათ. ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ სრულიად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ ან სამაშველო ოპერაციაში სრული "ბარდაკი""- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღეს ვახტანგ გომელაურმა სტიქიის ზონაში კიდევ ერთი განმარტება გააკეთა ღამის ხედვის მქონე ვერტმფრენებთან და დრონებთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში ვერტმფრენთან ერთად მუშაობდნენ დრონები, რომლებიც ბევრად ეფექტურია. დრონები კი მუშაობდნენ მთელი ღამე და სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სტიქიის ზონაში ვერტმფრენი დღე ჩაფრინდა და დაახლოებით 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ვახტანგ გომელაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ღამით გარისკვის და ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა არ იყო.

დღის ამბები