სოციალურ ქსელში დაწყებული ურთიერთობა ახლგაზრდა ქალის წამებითა და მისი დაყაჩაღებით დასრულდა. 26 წლის მამაკაცი მსხვერპლთან ნდობაში შევიდა, მასთან ნაქირავებ ბინაში რამდენიმე შეხვედრა მოაწყო, ბოლო ვიზიტისას კი მეგობარი ქალი წებოვანი ლენტით დააბა და სიკვდილით ემუქრებოდა.
წამება დიღმის რაიონში მდებარე ბინაში რამდენიმე საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ახალგაზრდა ქალი დააყაჩაღა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალის სახლიდან ფული წაიღო, ბრალდებულმა თანხა დაზარალებულის ბარათებიდანაც მოხსნა და საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა.
მიუხედავად მტკიცებულებებისა, მოსამართლემ მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გირაოს ქვეშ მყოფი ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს დაზარალებული, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მამაკაცმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს.
ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით - ამ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავეს 5-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.