პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "ოპოზიციისთვის არა საგამოძიებო კომისიის შექმნის ფაქტია მნიშვნელოვანი, არამედ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებული სპეკულაცია მუდმივად დღის წესრიგში ჰქონდეთ".
მისი თქმით, მინისტრი ინტერპელაციაზე მივა და ყველა შეკითხვებზე ამომწურავად უპასუხებს, თუმცა საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს ამომწურავი ინფორმაცია შოვის სტიქიასთან დაკავშირებით.
"როგორც ჩანს ამ კუთხით შიგნითაც არ არის ერთიანობა, მაგრამ მგონია, რომ მათთვის არა საგამოძიებო კომისიის შექმნის ფაქტია მნიშვნელოვანი, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებული სპეკულაცია მუდმივად დღის წესრიგში ჰქონდეთ.
მინისტრი მივა ინტერპელაციაზე და ყველა შეკითხვებზე ამომწურავ პასუხს გასცემს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს ამომწურავი პასუხები გაცემული.
მათი კითხვები არაკომპეტენტურად არის შედგენილი. მათ უნდა წაიკითხონ რა არის ინტერპელაციის შინაარსი და როგორ ხდება ინტერპელაციის კითხვების შედგენა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.