07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება - სტიან იენსენი

ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებით, უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ. ინფორმაციას ნორვეგიული გაზეთი "ვერდენს განგი" ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა იენსენმა.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებში სურს რუსეთთან მოლაპარაკება.

დღის ამბები