17 ივნისი 2024,   16:10
ვრცლად
ავარია კახეთში მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. ავტომობილში მყოფი პირები გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გადარჩა ავტომანქანაში მყოფი ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც 7 წლისაა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს.

დღის ამბები