17 ივნისი 2024,   15:40
ვრცლად
აშშ მზად იქნება პილოტების წვრთნის შემდეგ უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს - ჯეიკ სალივანი

აშშ მზად იქნება პილოტების წვრთნის შემდეგ უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მისი ევროპელი კოლეგებისადმი წერილში ჩვენ ფორმულირება მოვახდინეთ, რომ აშშ პილოტების წვრთნის დასრულების შემდეგ, კონგრესთან კონსულტაციების გავლით, მზად იქნება მესამე ქვეყნებიდან უკრაინას F-16 ავიაგამანადგურებლების გადაცემა დაამტკიცოს", - განაცხადა სალივანმა.

უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემა დანიიდან და ნიდერლანდებიდან მოხდება.
ცნობისთვის, აქამდე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლიოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ დანიამ აშშ-სგან უფლება მიიღო უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემაზე უკრაინელი პილოტების წვრთნის დასრულების შემდეგ. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ვოპკე ჰუკსტრა ასევე მიესალმა აშშ-ის გადაწყვეტილებას.

დღის ამბები