17 ივნისი 2024,   14:11
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების სამსახური, ჯარი, მძიმე ტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფი - შოვში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება

საგანგებო სიტუაციების სამსახური, ჯარი, მძიმე ტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფი- შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

იძებნება ექვსი ადამიანი, ნაპოვნია 27 ცხედარი, იდენთიფიცირებულია 25 პირი. ტრაგედიიდან მე_17_ ე დღეს დამეწყრილი ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე დამუშავებულია.

შესამოწმებელი, ღვარცოფული მასით დაფარული ტერიტორიის მხოლოდ რამდენიმე მცირე ნაწილიღა რჩება.

განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი ისევ მდინარეებია. სამძებრო ოპერაცია ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.

დღის ამბები