17 ივნისი 2024,   16:06
ვრცლად
"შაშვი შაშვი მაყვალი" - ელენე ნავერიანის კინოსურათმა სარაევოს კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა

ქართული კინოს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. ელენე ნავერიანის კინოსურათმა "შაშვი, შაშვი მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა. ფილმი სიყვარულზე, ოჯახში ძალადობაზე, თანამედროვე საზოგადოებაში ქალისა და კაცის როლზეა. კინოსურათმა სარაევოს 29-ე კინოფესტივალზე, საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. "შაშვი შაშვი მაყვალი" თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. 

სარაევოს კინოფესტივალზე ფილმმა ჯილდო ქალის საუკეთესო როლისთვისაც აიღო. "სარაევოს გული" ეკატერინე ჩავლეიშვილს გადაეცა. მსახიობი ფილმის მთავარი გმირის, მარტოხელა ქალის - ეთეროს როლს ასრულებს, რომელიც მაღაზიაში მუშაობს, სადაც მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდება. ეთეროს ისტორია ტრაგიკულად სრულდება. 

სარაევოში გამარჯვებამდე ფილმი ჯერ კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაში, შემდეგ კი ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს სიაში მოხვდა.

სარაევოს კნოფესტივალზე ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და წითელ ხალიჩაზე საპროტესტო პოსტერი გაშალა.

წელს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ ორი ქართული ფილმი აჩვენეს. დოკუმენტური ფილმების კონკურსში გიორგი ფარქოსაძის და ანა ძიაპშიპას ნამუშევრები მონაწილეობდა.

 

დღის ამბები