07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევმა მოსკოვზე დრონებით მორიგი თავდასხმა სცადა, ერთ-ერთი დრონი "მოსკოვი-სიტის" შენობას შეეჯახა

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედები მიმდინარეობს. რუსეთმა დრონებით შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას, დაზიანებულია მარცვლეულის საცავები და სამრეწველო-სატვირთო კომპლექსი. შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამასთან, დაიბომბა ხერსონის და სუმის ოლქები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები. იერიშები იყო ხარკივის მიმართულებით.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ ავრცელებს ცნობებს, მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ. ერთ-ერთი დრონი "მოსკოვ-სიტის" შენობას შეეჯახა. თავდცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ "თავდასხმის მცდელობას" მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

დღის ამბები