15 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ბელგიის სამეფოს მხარდაჭერას საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია - ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ბელგიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს თემატიკა, ჩვენი ოკუპაცია და პრობლემატიკა არ იქნას მივიწყებული და აქტუალურობა შეინარჩუნოს ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში.

"რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ ვიზიტით ბელგიაში, ახლა კი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს. ბელგია არის როგორც "ევროკავშირის", ასევე "ნატოს" დამფუძნებელი სახელმწიფო, შესაბამისად ბელგიის სამეფოს მხარდაჭერას საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მუდმივად ვაწევდით ჩვენს ევროპელ და სხვა პარტნიორებს ინფორმაციას ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე თუმცაღა ვითარების ადგილზე გაცნობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თემატიკა, ჩვენი ოკუპაცია, პრობლემატიკა არ იქნას მივიწყებული და აქტუალურობა შეინარჩუნოს ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში", - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დღის ამბები