19 სექტემბერი 2024,   19:50
ვრცლად
კახეთში რთველი იწყება

კახეთში რთველი იწყება. საორგანიზაციო საკითხების ადგილზე გასაცნობად, სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონში ჩავიდა. ოთარ შამუგია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თავდაპირველად ყვარელში კორპორაცია "ქინძმარაულში" იმყოფებოდა, სადაც მევენახეებს და ღვინის მწარმოებლებს შეხვდა და საწარმოს მუშაობს ადგილზე გაეცნო.

დღის განმავლობაში ასევე ოფიციალურად გაიხსნება რთვლის საკოორდინაციო შტაბი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს თეთრი ყურძნის სუბსიდირება კვლავ გაგრძელდება და ერთი კილოგრამი არანაკლებ 90 თეთრი ეღირება. ამისთვის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დღის ამბები