უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მღვდელმთავრად კურთხევიდან მე-60 წელის შესრულებას ულოცავს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს:
"დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას ილია II-ს მღვდელმთავრად კურთხევიდან მე-60 წელი შეუსრულდა.
60 წელზე მეტია, ერთგულად და მთელი ძალისხმევით იღწვის მისი უწმინდესობა ჩვენი რწმენაში გაძლიერებისა და სულიერი სიმტკიცისათვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესია-მონასტრების გადარჩენისა და აღდგენისათვის.
ვულოცავ ერის სულიერ მესაჭეს ამ მნიშვნელოვან თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართველი ხალხის საიმედოდ," - წერს ბექა ოდიშარია.