07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
2 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული - უკრაინის ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინაში კვლავ აქტიური საბრძოლო მოქმედებებია. რუსეთმა იერიში მიიტანა პოლტავის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე. პოლტავის ოლქში, ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 2 და დაშავდა ამდენივე. მაშველები ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქის 27 დასახელება დაიბომბა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. უცნობია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. თავდასხმა მოხდა ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტზეც, სადაც დაიღუპა ერთი ადამიანი. არიან დაშავებულები.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრადიციული სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღის წესრიგი უკვე დასახულია და სამხედრო მეთაურებს მიეცემათ საშუალება, უფრო აქტიურად მოამზადონ ინფრასტრუქტურა ახალი უკრაინული თვითმფრინავებისთვის.

"დღის წესრიგი უკვე დასახულია. კერძოდ, იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მეომრები. სამხედრო მეთაურებს მიეცემათ საშუალება, უფრო აქტიურად მოამზადონ ინფრასტრუქტურა ახალი უკრაინული თვითმფრინავებისთვის. დიპლომატებს მიეცემათ საშუალება, გაავრცელონ ყველაფერი პარტნიორებთან ურთიერთობაში, რაც ჩვენს მეომრებს უფრო აქტიურად სჭირდებათ. თითოეული განყოფილების მოთხოვნები ძალიან ნათელია. სწორედ ასეთი უნდა იყოს უკრაინული დიპლომატიის შედეგები,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები