დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
"მიმაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება წერტილს დასვამს. ძალიან მოხარული ვარ ამ სახელმწიფოების ხალხების გამო, ეს იქნება არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ მოლდოვისა და საქართველოს საკითხი.
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის გამარჯვება დემოკრატიის კუთხით პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას შექმნის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.