რუსთავის მერიას და საკრებულოს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. ამ წუთებში, საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგში არ არის ის საკითხი, რომელსაც მერია უკიდურეს მნიშვნელობას ანიჭებს - საუბარია 100 მილიონის ინვესტირებაზე, რასაც მუნიციპალური ორგანოს ბრალდებით ოპოზიციური საკრებულო აფერხებს.
ბრალდებებს უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ. ნოდარ შეროზიას თქმით, ის კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას 2-3 დღის განმავლობაში დაელოდება, შემდეგ კი კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
"პროექტები შემოსულია და გადაეწერა კომისიას, რომელსაც თავმჯდომარეობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატი. რამდენიმეჯერ მოხდა შეხსენება ჩვენი მხრიდან ამ საკითხების გავლასთან დაკავშირებით, გვპასუხობდა, რომ ის გადის ამ საკითხებს. საკითხები ძალიან ვრცელია და დროში დაარღვია ეს პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ კიდევ დაირღვევა ეს მოცემული პირობა, მე კანონით მაქვს შესაძლებლობა, რომ როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ჩავნიშნო საკრებულოს სხდომა. ამიტომ, დაველოდები 2-3 დღეს, შევხედავ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისიის თავმჯდომარე და ამ შემდგომ ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ შეროზიამ.