20 სექტემბერი 2024,   04:50
ვრცლად
კასპში, შშმ პირს ჯერ სცემეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე მიატოვეს

თავდასხმა შშმ-პირზე - კასპში გიორგი ედიშერაშვილს ჯერ სცემეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე მიატოვეს. დაშავებულის დედის ინფორმაციით, მოძალადემ ბიჭი მაღაზიიდან მოტყუებით, სოფელი მეტეხის მიმართულებით წაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ედიშერაშვილს რკინიგზის სადგურის მორიგემ მიაგნო და პირველადი დახმარება გაუწია. შემთხვევის ადგილიდან დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, ბიჭმა თავდამსხმელის იდენტიფიცირება უკვე შეძლო. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

"წაიყვანეს იქიდან მოტყუებით, უნდა გაკატაოთო. ბავშვის ხმა ისმოდაო, რომ გამიშვითო, სად მიგყავართო, თორემ გადავხტებიო. თვალი და ყბა დაზიანებულია, ყური დასიებული, დალურჯებული აქვს ბეჭები, ნათრევია, წიხლები და მუშტები ურტყეს. უნდა დაისაჯოს. არ ვაპატიებ რა დროც არ უნდა გავიდეს," - აცხადებს ელმირა ედიშერაშვილი.

დღის ამბები