20 აგვისტო 2026,   22:00
ვრცლად
ჩოხატაურში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ადგილობრივებს შორის გუშინ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე შსს-მ ოთხი პირი დააკავა

ჩოხატაურში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ადგილობრივებს შორის გუშინ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე შსს-მ ოთხი პირი დააკავა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულები არიან ლაშა გიორგაძე, ჯუმბერ გიორგაძე, გაგა რამიშვილი, ალეკო ძმანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში ენმ-ის წევრებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ისინი ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ. ოპოზიცია მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძის ინტერესებზე საუბრობს და თავდასხმის ორგანიზებაშიც მას ადანაშაულებს.

დღის ამბები