06 ოქტომბერი 2024,   23:29
ვრცლად
დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს, რათა თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსი დაფარონ - პუტინი ზელენსკიზე

დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს, რათა თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსი დაფარონ - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ფაქტი უკიდურესად ამაზრზენს ხდის სიტუაციას, რომ ეთნიკური ებრაელი იფარავს ნაციზმის ჰეროიზაციას და მათ, ვინც ოდესღაც უკრაინაში ჰოლოკოსტს მეთაურობდა.

პუტინის განცხადებას ანტისემიტური უწოდეს უკრაინაში. პოდოლიაკის თქმით, პუტინი ცინიკურად ცდილობს, ჰოლოკოსტის ისტორიული თემა თანამედროვე რუსი ნაცისტების გასამართლებლად გამოიყენოს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო კი მსოფლიოს მოუწოდებს, მკაცრად დაგმოს რუსეთის პრეზიდენტის ანტისემიტური განცხადებები. მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ეთნიკური ნიშნით ზიზღის ადგილი არ უნდა იყოს.

დღის ამბები