06 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია - საჰაერო განგაში ქვეყნის აღმოსავლეთით 9 ოლქში გამოცხადდა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. საჰაერო განგაში ქვეყნის აღმოსავლეთით 9 ოლქში გამოცხადდა. ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები დაბომბეს. მოსახლეობა გააფრთხილეს შავი ზღვიდან დრონებით მოსალოდნელი თავდასხმის შესახებაც.

კონსტანტინოვკაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ერთი ჩვილია. დაშავდა 30-ზე მეტი მოქალაქე.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 175 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოუყოფს. რაც ურანის ჭურვებს, საჰაერო თავდაცვას და არტილერიას მოიცავს.

 

 

 

დღის ამბები