06 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში ქვეყნის სამხრეთ ოლქებში რუსული ძალების მიერ "შაჰედის" ტიპის დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში ქვეყნის სამხრეთ ოლქებში რუსული ძალების მიერ "შაჰედის" ტიპის დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო, უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა ოდესისა და ხერსონის ოლქებში.

გვიან ღამით დაიბომბა დნიპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რეგიონი. იერიშის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაზიანდა საბავშვო ბაღები, საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა და ობიექტები.

უკრაინის ჯარმა შეტაკებები მოიგერია - კუპიანსკის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ამერიკის შეერთებული შტატები 600 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს ამზადებს. პენტაგონის ინფორმაციით, მასში გაერთიანებული იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებელი აღჭურვილობა, საარტილერიო საბრძოლო მასალა და სხვა საშუალებები.

დღის ამბები