15 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
"აჭარა არის ფარული განძი, რომელიც უნდა აღმოაჩინო" - აღმოაჩინე აჭარა Euronews-ზე

აღმოაჩინე აჭარა: იუნესკოს მიერ დაცული ბუნება, უნიკალური ქართული სტუმართმოყვარეობა და არქიტექტურა - აჭარა არის ფარული განძი, რომელიც უნდა აღმოაჩინო - ამ სიტყვებით იწყებს Euronews აჭარის შესახებ მომზადებულ ვრცელ რეპორტაჟს.

გადაცემის მილიონობით მაყურებელი ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს, ქალაქის ძველ და თანამედროვე სახეს, ეკოტურისტულ მიმართულებებს, ქართულ გასტრონომიას, ფოლკლორს და ღვინის დაყენების მრავალ წლოვან ტრადიციას გაეცნო.

რეპორტაჟში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საინვესტიციო გარემოზე, ტურისტული თუ ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების შესახებ ისაუბრა.

"ბათუმი საკმაოდ სწრაფად ვითარდება და ამავდროულად, ბუნებასთან არის შერწყმული მთელი თავისი ავთენტურობითა და ხიბლით. ეს არის ის, რაც ნამდვილად იზიდავს ყველა სახის მოგზაურს,"- აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე სიუჟეტში.

დღის ამბები