20 სექტემბერი 2024,   04:13
ვრცლად
წარმატებული სტუდენტებს სახელმწიფო სტიპენდიის გაუორმაგდებათ - პრემიერის გადაწყვეტილებით, სტუდენტები ყოველთვიურად 150-ის ნაცვლად 300 ლარიან დაფინანსებას მიიღებენ

150-ის ნაცვლად 300 ლარი - მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის სტიპენდიის ოდენობა გაორმაგდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 300 ლარიან სტიპენდიას ქვეყნის მასშტაბით 5,000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.

გაზრდილი დაფინანსების მოსაპოვებლად ახალგაზრდებმა განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ, მათ შორის სტუდენტებმა აკადემიურ მიღწევებთან ერთად უნდა იაქტიურონ უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. სტიპენდიების მინიჭებისას გათვალისწინებულია სხვადასხვა სოციალური ფაქტორიც.

აქამდე თანხა მხოლოდ 2 500 სტუდენტზე გაიცემოდა, ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარჩინებული მიიღებს.

პრემიერ-მინისტრმა დღეს ქვეყნის შიგნით განათლების მიღების შესაძლებლობებთან ერთად, სახელმწიფოს იმ საგანმანათლებლო პროგრამებზეც ისაუბრა, რომელიც საზღვრებს გარეთაც ხორციელდება.

გადაყვეტილება სახელმწიფო უნივესიტეტბზე ვრცელდება. სიის სთავეში პირველი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახემწიფო უნივერიტეტია. უმაღლესი სასწავლებელი დღემდე სტიპენდიას 800-მდე სტუდენტზე გასცემდა. ახალი სასწავლო წლიდან კი მათი რიცხვი 1600 იქნება.

განათლების სამინისტრომ სტიპენდიის მინიჭების წესი და ქულათა სისიტემა, სახელმწიფო უნივერისტეტებისთვის ოფიციალურად უკვე გამოქვეყნა.

დღის ამბები