20 სექტემბერი 2024,   03:58
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 46 პირიდან, დღეს ერთ-ერთის სასამართლო სხდომა გაიმართა - მუსა ვალიევს პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 46 პირიდან, დღეს ერთის სასამართლო სხდომა გაიმართა. დაკავებულს რეალიზებას ედავებიან. მუსა ვალიევს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. მან სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ უდანაშაულოა და თავად არის მომხმარებელი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნარკოდანაშაულისთვის ბოლო პერიოდში პოლიციამ სულ 46 პირი დააკავა, მათგან 36 რეალიზატორია. სპეცოპერაციები თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველები, ეჭვმიტანილ პირთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

დღის ამბები