15 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ძალიან ვნანობ ნათია თურნავასთან დაკავშირებით ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვერ დაიცვა "სების" დამოუკიდებლობა.

„უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები