დღეს საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაურთან კითხვები აქვთ დეპუტატებს ოპოზიციიდან, მთავარი განსახილველი თემა კი შოვის ტრაგედიაა.
საკითხს უკვე გამოეხმაურნენ უმრავლესობაში, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიციის მიზანი არა კითხვებზე პასუხის მიღება, არამედ მორიგი პოლიტიკური შოუს მოწყობა და დესტაბილიზაციაა.