რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის "დაიტოვეს" წევრები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ თბილისის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი პროტესტია.
"სამი ძირითადი მიმართულება: პირველი ეს არის ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციის არ მიცემა პარლამენტისთვის, რაც წარმატებით მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების მიერ.
მეორე ეს არის გახლავთ საერთაშორისო ლეგიტიმაციის არ მიცემა და ამ მხრივაც წარმატებით მივდივართ, რადგან დასავლური სამყარო არ აღიარებს ამ არჩევნებს და არც აპირებს.
მესამე გზა კი არის პროტესტი, როდესაც ქვეყანაში მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს გართმევენ რჩება მხოლოდ ქუჩის და პროტესტის გზა,"- აცხადებს ფავლენიშვილი.