17 აგვისტო 2026,   16:20
ვრცლად
თელავი, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს- ღონისძიება ანასტასია ვირსალაძის 140 წლის იუბილეს ეძღვნება   

თელავი, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება ქართველი პიანისტის, ანასტასია ვირსალაძის დაბადებიდან 140 წლისთავს ეძღვნება. მსმენელის წინაშე გამოჩენილი პიანისტები წარსდგებიან.

23-30 სექტემბრის ჩათვლით, თელავის თეატრის ფოიეში ანასტასია ვირსალაძისადმი მიძღვნილი გამოფენაც გაიმართება. გამოჩენილი მუსიკოსები მასტერკლასებს ჩაატარებენ. ფესტივალი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

დღის ამბები