06 ოქტომბერი 2024,   23:27
ვრცლად
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხერსონის რაიონი 83 - ჯერ დაბომბა.

უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით. შეტევითი ოპერაციები მიდის მელიტოპოლის და ბახმუტის მიმართულებით. საჰაერო დარტყმები ამჯერადაც ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მიმართულებით განხორციელდა.

"გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, საჰაერო დარტყმა განახორციელა 9 პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში, 7 კი მტრის საჰაერო სარაკეტო კომპლექსებზე. სარაკეტო ჯარების ნაწილებმა დააზარალა, სამხედრო ტექნიკის ფოკუსირების 1 არეალი, 1 საჰაერო-სადესანტო სარაკეტო კომპლექსი, 8 საარტილერიო მოწყობილობა და 1 მტრის რადიოსადგური. მტრის სავარაუდო დანაკარგები, გასულ დღეს იყო: 390 ოკუპანტი, 7 ტანკი, 2 ჯავშანმანქანა, 23 საარტილერიო სისტემა, 1 თავდაცვის მოწყობილობა, 18 მანქანა და 2 სპეციალური ტექნიკის ერთეული", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დირექტორი პეტრო გასაი.

დღის ამბები