



ფემიციდის ფაქტი ბოლნისში - ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ვითარების განმუხტვისა და გაშველების მცდელობისას დაზიანება მიიღო შვილმაც.
მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა. ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი ხშირად იმყოფებოდა საზღვარგარეთ და სახლში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მათი თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი აქამდე არ ყოფილა.
როგორც ექიმი ოთარ ქებაძე განმარტავს, მიყენებული ჭრილობების გამო, მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
"აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები. შემავალი ჭრილობების გამო, გაუკეთდა ოპერაციული მკურნალობა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ჭრილობიდან გამომდინარე, წააგავდა ცივი იარაღით მიყენებულს", - განაცხადა ოთარ ქებაძემ.