07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ადგილზე 800 დევნილი ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება. ახალი, გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს 2025 წელს გადაეცემათ. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მშენებლობები 2023 წელს დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 900 მილიონი ლარია, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 ათასი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი, "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში განახლდება.

დღის ამბები