20 სექტემბერი 2024,   04:11
ვრცლად
სოფელ გოგოლეთუბანში 23 წლის ახალგაზრდა მოკლეს

ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლეთუბანში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ბრალდებულმა მსხვერპლს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. როგორც კლინიკაში განაცხადეს, შეყვანილ მამაკაცს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა. ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო. 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. 

დღის ამბები