16 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ჩვენი ერთადერთი ჩართულობა საქართველოში არის პროდემოკრატიული და ჰუმანიტარული - მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მოთხოვნილ ახსნა-განმარტებაზე კომენტარს აკეთებს.

"ერთადერთი ჩართულობა, რაც ჩვენ საქართველოში გვაქვს არის ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვიკავებთ არანაირ პოზიციას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, არ ვიკავებთ პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი" - აღნიშნა მილერმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სუს-ის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სერბეთის მოქალაქეები თბილისში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება", აშშ-სგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ.

დღის ამბები